chechelava

დავით ჩეჩელაშვილი
TCO-ს მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი 

როგორც მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი დავითი პასუხისმგებელია გამოგონებების მარკეტინგსა და კომარციალიზაციაზე.

დავითი არის მეწარმე და უკავია რამდენიმე სტრატეგიული და ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი პოზიცია უმაღლესი ტქნოლოგიების მწარმოებელ საწარმოებში 1999 წლიდან. მისი გამოცდილება  მოდის უმთავრესად ისეთი დისციპლინების ცოდნიდან როგორიცაა იმერციული ვიზუალიზაციის გადაწყვეტა, VR/AR, 3D სტერეო სისტემების მარკეტინგულ ინდუსტრიებში დანერგვა, როგორც საცალო ისე საგანმანათლებლო სფეროებში.

როგორც მეწარმე დავითი არის ერთ-ერთი  დამაარსებელი  კომპანია NEUR Optics-ისადა iZ3D- ს.

როგორც სტრატეგიული აღმასრულებელი, დავითი განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს X6D კომპანიაში, რომელიც ცნობილია, როგორც DBA XPAND, ისევე როგორც NEUR Optics-ისა და iZ3D-ში. მას აქვს  გამოცდილება საცალო სავაჭრო წარმომადგენლობის, სადისტრიბუციო არხებისა დასტრატეგიული პარტნიორობის შექმნაში როგორც მცირე( X6D, Neurok, iZ3D) ისე მსხვილი კომპანიებისთვის(MicroAge, Deloitte & Touche, Renaissance Capital).

2014 წლიდან დავით არის მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადაც ის კითხულობს კურსს მეწარმეობაზე. დავითი ასევე ხელმძღვანელობს StartUp  Grind-ს , გლობალურ დამწყების მეწარმეების საზოგადოებას, რომელიც შექმნილია განათლების მისაღებად, შთაგონებისათვის და მეწარმეებთან დასაკავშირებლად.

დავითს აქვს მაგისტრის ხარისხი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოპოვებული და ბიზნესის ადმინსიტრირების მაგისტრის  ხარისხი კარლსონის მანეჯმენტის სკოლაში მინეზოტას უნივერსიტეტში.