გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა და ილიაუნის პრეაქსელერატორი „ზუმაუთი” 18-19 ნოემბერს გამართავენ ჰაკათონს „ციფრული ტურიზმი“.

ჰაკათონის მიზანია, ახალგაზრდებმა ჰაკათონის ფარგლებში შექმნან ტურიზმის სფეროზე მორგებული ციფრული პროდუქტები.

პროექტის აღწერა და განრიგი

I ეტაპი  – რეგისტრაცია, 17 ნოემბრის ჩათვლით

პროექტში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს ამა წლის 15 ნოემბრისა.

სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/FH6vZNJUN4hOVK9l2

II ეტაპი – ჰაკათონის გახსნა, 18 ნოემბერი

რეგისტრირებულ მონაწილეებს დავუკავშირდებით 17 ნოემბერს. 18 ნოემბერს კი ილიაუნის B 201 აუდიტორიაში გაიხსნება ჰაკათონი და გაეცნობით ინფორმაციას შემდეგ თემებზე:

·   ჰაკათონის თემების დეტალური გამოცხადება

·   ჰაკათონის აჯენდის გაცნობა

III ეტაპი – გუნდებად ფორმირება, მუშაობის დაწყება, 18-19 ნოემბერი

რეგისტრირებული მონაწილეები ფორმირდებიან გუნდებად და დაიწყებენ შერჩეულ იდეაზე მუშაობას. ამ პროცესში მათ დაეხმარებიან ილიაუნის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის პრეაქსელერატორის მენტორები.

IV ეტაპი – ჰაკათონზე შექმნილი იდეების პრეზენტაცია, 19 ნოემბერი

19 ნოემბერს გაიმართება პრეზენტაცია, სადაც გაიმართება ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი პროდუქტების პრეზენტაცია, რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული.

საკონტაქტო ინფორმაცია:

სანდრო კანდელაკი, ფაბლაბის მენეჯერი

ელფოსტა: sandro.kandelaki@iliauni.edu.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *