14 ნოემბერს 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ჩატარდება ტრეინინგი თემაზე: „კრეატიული აზროვნება“.

ტრენინგს გაუძღვება მეწარმე, UX და პროდუქტის დიზაინერი, თემო ბარათაშვილი, რომელიც, ამავე დროს, მუსიკოსიცაა. ის ხშირად ატარებს ტრენინგებს კრეატივის განვითარებაზე, ინოვაციებზე და დიზაინზე. ამჟამად ინტერნეტმაღაზია HOOD.GE-ს დირექტორია და მუშაობს რამდენიმე სტარტაპის განვითარებაზე.

დრო: 14 ნოემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *