12596699_10153316325083015_2002421690_o-1ნინო პატარაია 2014 წელს შემოუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ინოვაციური მენეჯმენტის მიმართულებით. ამავდროულად ნინო ასრულებდა უნივერსიტეტის აკადმიური საბჭოს წევრისა და რექტორის მრჩევლის როლს მეცნიერების განვითარების კუთხით. 2015 წლის ნოემბრიდან ნინომ დაიკავა ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიცია. ნინო პატარაიას საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის განათლება მიღებული აქვს აშშ, ნორვეგია, ფინეთსა და პორტუგალიაში მენეჯმენტის, ხარისხის მართვისა და ადმინისტრაციული მეცნიერებების მიმართულებით, ხოლო დოქტორის ხარისხი მოპოვებული აქვს დიდ ბრიტანეთში ინოვაციების განხრით. ნინოს ჩატარებული აქვს მრავალი კვლევა ინოვაციების, უმაღლესი განათლების ადმინისტრირების, პროფესიული / ორგანიზაციული განვითარების, ხარისხის უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მიმართულებით. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია არაერთი სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, ხოლო მისი კვლევის შედეგები წარმოდგენილ იქნა მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმზე. ნინო პატარაიას სამუშაო გამოცდილება მოიცავს საქართველოსა და უცხოეთში მრავალწლიან აკადემიურ (სწავლება/კვლევა) და პრაქტიკულ საქმიანობას ბიზნეს სექტორში, საჯარო სამსახურსა და აკადემიურ გარემოში. ნინო ასევე გახლავთ ორი საერთაშორისო ჟურნალის შემფასებელი და თანარედაქტორი. ნინოს მიზანია შექმნას ცვალებად ბიზნეს გარემოზე და სტუდენტების საჭიროებებზე ადაპტირებული სასწავლო გარემო. ასევე ხელი შეუწყოს სწავლებისა და კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას და საფუძველი ჩაუყაროს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აქტიურ თანამშრომლობას გაცვლითი პროგრამების, მრავალფეროვანი ერთობლივი პროექტებისა (დასაქმება/სტაჟირება, ცოდნის გაზიარება, სოციალური პროგრამები, ცნობიერების ამაღლება) და კვლევების მიმართულებით.