dvalidze

ნინო დვალიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე თანხების მოზიდვის (ფანდრაიზინგის), ინსტიტუციური განვითარების, მარკეტინგისა და გავრცელების, უნივერსიტეტის კვლევითი და ინოვაციური პოტენციალისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. იგი აქტიურად წარმართავს უნივერსიტეტის ზოგადი განვითარების -მეცნიერების პოპულარიზაციის, ინოვაციების წამახალისებელი აქტივობებისა და უნივერსიტეტის ექსტენსიური კამპანიის – პროცესებს, რაც მოიცავს დონორის მოძიებას, კერძო სექტორთან კავშირების დამყარებას, პარტნიორებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენას ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ. სწორედ მისი ინიციატივითა და ძალისხმევით მოხერხდა უნივერსიტეტში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით დაგეგმვა და განხორციელება, როგორებიცაა: ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი, სამეცნიერო კაფე, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ცენტრი, „ფაბლაბი“, „გეიმლაბი“ და ა.შ.
მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მეცნიერების პოპულარიზაციას და განვითარებას, ინოვაციას, ცოდნის გაცვლის პროცესსა და სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნას უნივერსიტეტში.