13-19
ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას შეუერთდება და მონაწილეობას მიიღებს გლობალური მეწარმეობის კვირეულში.

კვირეული 160-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება, რომელშიც მილიონობით ადამიანი მონაწილეობს.

2016 წლიდან მოყოლებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია.

კვირეულის ფარგლებში, 13-19 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს აქტივობებს, სემინარებს,საჯარო ლექციებსა და კონკურსებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ფოკუსირებული იქნება ქალებისა და ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

განრიგი

→ 10-18 ნოემბერი, მეიქათონი „იდეიდან პირველ ბიზნესამდე“ – გლობალური მეწარმეობის კვირეული

→ 12-17 ნოემბერი, ბიზნესიდეების კონკურსი ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის – გლობალური მეწარმეობის კვირეული

→ 13 ნოემბერი, შეხვედრა სტარტაპებთან VREX, WIFISHER, CNICK, PAWWWN – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში

→ 15 ნოემბერი, ღამე თეატრში – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში

→ 17-19 ნოემბერი, ჰაკათონი „ციფრული ტურიზმი“ – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში