16 ნოემბერს, 19:00 საათზე, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა Mindchanger women, რომელზეც ტექნოლოგიურსა და ბიზნესსფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები დამსწრეთ გაუზიარებენ თავიანთი გამოცდილებისა და წარმატების ისტორიებს.

თითოეულ გამომსვლელს  15 წუთი ექნება იმისათვის, რომ ისაუბროს თავისი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ, ასევე დამაბრკოლებელ ფაქტორებზე, რომლებიც პროფესიის არჩევასა თუ წარმატების მიღწევაში ხელს უშლიდა.

ღონისძიებაზე გამოცდილებას გაგიზიარებენ:

ნინა მენთეშაშვილი – სტარტაპკომპანია AlterSocks/ალტერსოქსი-ის თანადამფუძნებელი

ანა გელაშვილი – სტარტაპკომპანია   Fully/ფული-ის თანადამფუძნებელი

თეონა ჩაჩუა – სტარტაპ კომპანია კოპტერი/Copter.ge-ის თანადამფუძნებელი

მაკო ქავთარაძე – სტარტაპ კომპანია SPY Recipe-ის დამფუძნებელი