14 ნოემბერს, 19:00 საათზე, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით გაიმართება სტარტაპ-პანელური შეხვედრა „სტარტაპჰოლიკი“

სტარტაპის დაწყებისას საშუალო სტატისტიკით სტარტაპების 90-95% კრახს განიცდის, რაც არაერთი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ადამიანები, ვინც სტარტაპის შექმნას ცდილობენ, წარუმატებლობის შემდეგ ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვინც კიდევ ცდილობენ რაიმე ინოვაციურის შექმნას და ისინი, ვინც ხელს ჩაიქნევენ მეწარმეობაზე და რუტინულ საქმიანობას უბრუნდებიან.

თუ შენ

►გიცდია სტარტაპერობა, მაგრამ კრახი განიცადე;

►ფიქრობ; რომ მხოლოდ დიდი ინვესტიციით შეიძლება წარმატებული ბიზნესის დაწყება;

►მეწარმეობა მიუღწეველი და ამოუხსნელი ცნება გგონია.

ღონისძიების სპიკერები იქნებიან:

►ნიკოლოზ გოგოჭური – სტარტაპკომპანია Vrex-ის თანადამფუძნებელი

►სანდრო კანდელაკი – ილიაუნის ფაბლაბლისა და პრე-აქსელერატორ ზუმაუთის მენეჯერი

►დავით ჩეჩელაშვილი – სერიული მეწარმე

►თამთა გველესიანი – სტარტაპკომპანია Augep-ისა და Clevertone-ის თანადამფუძნებელი

► ნიკა ბერეკაშვილი – სტარტაპკომპანია ჰოლო-ს თანადამფუძნებელი

ვის შეუძლია მონაწილეობა?

►ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ვინც შეავსებს მარტივ სააპლიკაციო ფორმას.