MINDCHANGER WOMEN

16 ნოემბერს, 19:00 საათზე, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა Mindchanger women, რომელზეც ტექნოლოგიურსა და ბიზნესსფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები დამსწრეთ გაუზიარებენ თავიანთი გამოცდილებისა და წარმატების ისტორიებს. თითოეულ გამომსვლელს  15 წუთი ექნება იმისათვის, რომ ისაუბროს თავისი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ, ასევე დამაბრკოლებელ ფაქტორებზე, რომლებიც პროფესიის არჩევასა თუ წარმატების მიღწევაში ხელს […]

სტარტაპ-პანელური შეხვედრა „სტარტაპჰოლიკი“

14 ნოემბერს, 19:00 საათზე, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით გაიმართება სტარტაპ-პანელური შეხვედრა „სტარტაპჰოლიკი“ სტარტაპის დაწყებისას საშუალო სტატისტიკით სტარტაპების 90-95% კრახს განიცდის, რაც არაერთი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ადამიანები, ვინც სტარტაპის შექმნას ცდილობენ, წარუმატებლობის შემდეგ ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვინც კიდევ ცდილობენ რაიმე ინოვაციურის შექმნას და ისინი, ვინც ხელს ჩაიქნევენ მეწარმეობაზე […]

საჯარო ლექცია „როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები“

13 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში სერიული და ილიაუნის მოწვეული ლექტორი დავით ჩეჩელაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები“. მომხსენებლის შესახებ დავით ჩეჩელაშვილი არის მეწარმე და 1999 წლიდან უკავია რამდენიმე სტრატეგიული და ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი პოზიცია უმაღლესი ტექნოლოგიების მწარმოებელ საწარმოებში. მისი გამოცდილება მოდის უმთავრესად ისეთი დისციპლინების ცოდნიდან, როგორებიცაა: […]

დოქტორ ლარს ვიგერლანდის საჯარო ლექცია

13 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის დოქტორი ლარს ვიგერლანდი წაიკითხავს საჯარო ლექციას: IPO: How and why change an enterprise from private to public. მომხსენებლის შესახებ დოქტორი ლარს ვიგერლანდი, შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, არის ბიზნესმენი, ინვესტორი, კონსულტანტი და რამდენიმე საქველმოქმედო და სამეცნიერო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. დოქტორი […]

საჯარო ლექცია თემაზე: „ღვინის ინდუსტრია შვედეთში – ფუფუნების საგნიდან საერთაშორისო კონტექსტის მქონე მზარდ ინდუსტრიამდე“

12 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პაულინა რიტკონენი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ღვინის ინდუსტრია შვედეთში – ფუფუნების საგნიდან საერთაშორისო კონტექსტის მქონე მზარდ ინდუსტრიამდე“. მომხსენებლის შესახებ დოქტორი პაულინა რიტკონენი არის შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკონომიკურ მეცნიერებებში. მისი სპეციალიზაციის სფერო მოიცავს მეწარმეობას, ინდუსტრიის გარდაქმნის მეცნიერებებსა […]

LAUNCH 72

16-18 ნოემბერს გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება ”Launch 72”. ღონისძიების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, შეზღუდულ დროში, საწყისიდან განახორციელონ იდეების გენერაცია, გუნდებად ფორმირება და სტარტაპის სტრატეგიის დასახვა, რის შემდეგაც ისინი მუდმივად განაგრძობენ მუშაობას. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებისგან ჩამოყალიბდება გუნდები, რომლებიც იმუშავებენ სტარტაპიდეებზე და ასევე საწყისი კაპიტალის მოსაზიდ სტრატეგიაზე. ღონისძიების […]

შეხვედრა მეწარმე ქალებთან – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში

16 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის პრე-აქსელერატორ „ზუამუთის“ ორგანიზებით,  გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მეწარმე ქალებთან. ნინო ზამბახიძე, ბაია აბულაძე, ელენე ბერიძე და მედი ტლაშაძე, ტუსა ღარიბაშვილი და ქეთა ბეჟიტაშვილი დრო: 16 ნოემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი, Forbes-ის აუდიტორია (405) დასწრება თავისუფალია.

სტარტაპ მარკეტი – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში

15 ნოემბერს, 17:00 საათზე, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით, გაიმართება სტარტაპ მარკეტი, სადაც წარმოდგენილი იქნება ფაბლაბ ილიაუნიში შექმნილი სხვადასხვა სტარტაპი: Fully • ფული Fully • ფული წარმოადგენს ნატურალური ტყავის ხელნაკეთი საფულეების ბრენდს. Fully • ფულის საფულე არის ნივთი, რომელიც ყოველთვის ყველასგან გამოგარჩევთ, რადგან ის ხელნაკეთია და უმაღლესი ხარისხის ტყავისგან […]

ღამე თეატრში – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში

15 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორები – სანდრო ასათიანი, გიორგი ისაკაძე, კახა მაღრაძე, ნინო პატარაია, გიორგი პაპავა, ნინო სუბელიანი, გიორგი ქადაგიძე და ნატალია შელეგია – გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში 30-წუთიან მოხსენებებს წაიკითხავენ ილიაუნის თეატრის სცენაზე. განრიგი 18:30-18:40 – გახსნა 18:40-19:10 – გიორგი ქადაგიძე თემა: „ინოვაციები თანამედროვე მსოფლიოში“ 19:10-19:40 – გიორგი პაპავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა თემა: „ინოვაციების […]

შეხვედრა სტარტაპებთან VREX, WIFISHER, CNICK, PAWWWN – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში

13 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, გაიმართება სტარტაპ პანელი, რომელზეც მოწვეულები იქნებიან წარმატებული სტარტაპები: Vrex, Wifisher, Cnick, Pawwwn. ღონისძიება გაიმართება პანელური დისკუსიის ფორმატით. შეხვედრაზე თქვენ გაიგებთ, თუ რატომ უნდა შექმნათ საკუთარი სტარტაპი დღეს და არ გადადოთ მომავლისთვის. თუ როგორ შეგიძლიათ, იყოთ ახალი სამუშაო ადგილების შემქმნელები თავად და აკეთოთ საზოგადოებისთვის ნამდვილად სასარგებლო საქმე. […]