12-18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას შეუერთდება და მონაწილეობას მიიღებს გლობალური მეწარმეობის კვირეულში.

კვირეული 160-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20 000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება, რომელშიც მილიონობით ადამიანი მონაწილეობს.

2016 წლიდან მოყოლებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია.

კვირეულის ფარგლებში 12-18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს აქტივობებს, სემინარებს, საჯარო ლექციებსა და კონკურსებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ფოკუსირებული იქნება ქალებისა და ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების გაძლიერებაზე

დავით ჩეჩელაშვილი
დავით ჩეჩელაშვილი
დავით ჩეჩელაშვილი