ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიაუნის ინოვაციების, მობილური და კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია (GameLab Iliauni), გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, 14-20 ნოემბერს ჩაატარებენ კრეათონს – „სამაგიდო თამაშიდან ბიზნესამდე“.
პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისგან დაკოპლექტებული გუნდები ერთმანეთს შეზღუდულ დროში ინოვაციური და უნიკალური სამაგიდო თამაშების შექმნაში შეეჯიბრებიან. ღონისძიება მოიცავს მონაწილეების უნარ-ჩვევების ასამაღლებელ ტრენინგს და კონკურსის ფარგლებში წარმატებული პროქტების პროტოტიპის შექმნას. სამაგიდო თამაშები კომპიუტერულ თამაშებს უდევს საფუძვლად და ლოგიკური აზროვნების განვითარებისა და შემეცნების კარგი სინთეზია. სხვადასხვა ტიპის თამაშებით შესაძლებელია ლოგიკის, სრტატეგიული დაგეგმვის, მათემატიკური უნარ-ჩვევების, ფანტაზიისა და სხვა უნარების განვითარება.
კრეათონში მონაწილეობას მიიღებენ იმ სკოლების მოსწავლეები, რომლებიც გაწევრიანებული არიან ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში.
კრეათონი „სამაგიდო თამაშიდან ბიზნესამდე“ რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
პირველი ეტაპია ტრენინგი სამაგიდო თამაშების იდეის ჩამოყალიბების, დაგეგმვის,დოკუმენტირების და პროტოტიპირების შესახებ. ამ დღესვე მონაწილეებს მიეცემათ დავალება, დაჯგუფდებიან გუნდებად და, ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, შეეცდებიან თამაშის კონცეფტუალური მოდელის, მოკლე პრეზენტაციის და მუშაობის გეგმის შექმნას.
პროექტის ბოლო ეტაპზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოვლინდება საუკეთესო თამაშის ავტორი გუნდები, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, ილიაუნის გეიმლაბის სპეციალისტების დახმარებით, დახვეწონ პირველადი პროტოტიპი, განსაზღვრონ ბიზნესგეგმა და ილიაუნის ფაბლაბში გააუმჯობესონ პროდუქტის დიზაინი.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
