ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab Iliauni), გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, 14-20 ნოემბერს ჩაატარებენ მეიქათონს – „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“.

პროექტის ფარგლებში, მონაწილე გუნდები ერთმანეთს ინოვაციური და უნიკალური იდეების შეზღუდულ დროში შექმნაში შეეჯიბრებიან, შემდეგ კი, ილიაუნის ფაბლაბში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების მენტორობით, იდეის პირველად პროტოტიპს შექმნიან.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

მეიქათონი „შენი სტარტაპი რეალობაში“ რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

პირველი ეტაპი:

მეიქათონის მეორე ეტაპი:

Demo-დღე და გამარჯვებულთა გამოვლენა

გუნდებმა Demo-დღეზე უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის ინფორმაცია:

პრიზი

მეიქათონში გამარჯვებული გუნდისთვის კომპანია „ბილაინი“ აწესებს პრიზს. გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი 2017 წლის თებერვალში გაემგზავრება ბარსელონაში მსოფლიო მობილური ტექნოლოგიების კონგრესზე. აღნიშნული ღონისძიება „ბილაინის“ მობილურიაპლიკაციების კონკურსის – Eurasian Mobile Challenge – საბოლოო ეტაპია.

კომპანია „ბილაინი“ სრულად დაფარავს გამარჯვებული გუნდის წევრების ცხოვრების, მგზავრობისა და კონგრესში მონაწილეობის ხარჯებს.

გამარჯვებულ გუნდებს ასევე მიეცემათ საშუალება, გაიარონ აქსელერაციის პროცესი და დახვეწონ პროდუქტი ილიაუნის ფაბლაბის დახმარებით.

ვის შეუძლია მეიქათონში მონაწილეობა?

როგორ გავხდე მეიქათონის მონაწილე?

სწრაფი ბმულები

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირი: სანდრო კანდელაკი – ილიაუნის ფაბლაბის მენეჯერი

ელფოსტა: sandro.kandelaki.2@iliauni.edu.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *